KA

QR კოდი პროდუქციაზე: პროდუქტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება გაცნობიერებულ შესყიდვაში გეხმარებათ

ჩვენი მომსახურების შექმნისას ჩვენ ვხელმძღვანელობდით იმ პრინციპით, რომ რაც უფრო მეტ სარწმუნო ინფორმაციას მიიღებთ, მით უფრო გაცნობიერებული იქნება თქვენი გადაწყვეტილება კონკრეტული პროდუქციის შეძენისას. აქედან გამომდინარე კი, უფრო კმაყოფილები იქნებით თქვენი შენაძენით.

ძალიან ხშირად პრობლემა უშუალოდ შეძენის ადგილას წარმოიქმნება გარკვეული პროდუქციის არჩევის დროს (ჩვენ ხომ თქვენსავით ვიცით, რომ კონკრეტული ნივთის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებათა უმრავლესობას სწორედ მაღაზიაში ვღებულობთ). ჩვენ გვიჭირს არჩევანის გაკეთება, რადგანაც მრავალ ერთგვაროვან პროდუქციას პრაქტიკულად მსგავსი ვიზუალური მახასიათებელი შეიძლება გააჩნდეს. მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად არსებობენ სავაჭრო ობიექტების კონსულტანტები, მაგრამ პირველ რიგში, ისინი არცთუ ყველა მაღაზიაში არიან, მეორეც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად თქვენთვის საინტერესო სფეროში კონსულტანტის კომპეტენცია თქვენსას არ აღემატება და მესამე, კონსულტანტის სამოტივაციო სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი დაჟინებით ეცდება გაყიდინოთ იმ მწარმოებლის პროდუქცია, რომელიც მისთვისაა ხელსაყრელი და არა თქვენთვის.

ჩვენი სერვისი შეიქმნა სწორედ იმისათვის, რომ გააკეთოთ უკეთ გაცნობიერებული არჩევანი.

ჩვენი მომსახურების მთავარი შემადგენელი ძალიან უბრალო რამაა: TrustThisProduct სერვისის მეშვეობით პროდუქციის მწარმოებლები და დისტრიბუტორები ყოველი თავიანთი საქონლისთვის ქმნიან უნიკალურ ვებგვერდებს და QR-კოდების დახმარებით ამ ვებსაითბზე განთავსებულ პროდუქციას ბმულებს ადებენ, თქვენ კი თქვენი სმარტფონის მეშვეობით ადვილად და სწრაფად შეგიძლიათ დაასკანეროთ მოცემული QR-კოდი პირდაპირ სავაჭრო ობიექტში და მიიღოთ მოცემული პროდუქტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია.

ასევე, სურვილისამებრ, საკუთარი გამოხმაურება, თუ შენიშვნა შეგიძლიათ გაუგზავნოთ მწარმოებლის მენეჯერს, რომელიც უშუალო პასუხისმგებელია მოცემულ პროდუქტზე. ამიერიდან არ იქნება საჭირო მწარმოებლის საკონტაქტო მონაცემების ძიება, რადგან მათ თქვენ ერთი დაწკაპუნებით მიიღებთ.

თუკი მოგეწონათ პროდუქცია და გსურთ მეგობრებს მოუყვეთ მის შესახებ, ამის გაკეთებას თქვენ ადვილად შესძლებთ Facebook, Google Plus, ან მიკრობლოგების სისტემის, Twitter სოციალური ქსელების მეშვეობით.

ხშირად, მწარმოებლები პროდუქციის აღწერისას პირდაპირ ათავსებენ ბმულებს გამოყენების ინსტრუქციისა და სერვის-ცენტრების მისამართების შესახებ, ამიტომ ჩვენი სერვისი თქვენთვის სასარგებლო იქნება პროდუქციის შეძენის შემდეგაც. თქვენ არ დაგჭირდებათ ინსტრუქციის წიგნის თაროებზე, თუ ინტერნეტ-სივრცეში საათობით ძებნა - ერთი დაწკაპუნება და საჭირო პროდუქციის შესახებ ყველა ინფორმაცია თქვენს წინაშეა.

სერვისი დამატებით მოიცავს პროდუქციის ნამდვილობის დადასტურების საშუალებას (ბევრი მწარმოებელი, მაგრამ არა ყველა იყენებს ამ შესაძლებლობას). ამისათვის, პროდუქტზე დაყენებული ყოველი QR კოდის ქვეშ მოცემულია კონკრეტული ნივთისათვის განკუთვნილი ინდივიდუალური ნომერი.

QR კოდები პროდუქციაზე

ამიერიდან, თუკი პროდუქციაზე დაინახავთ QR კოდს „TrustThisProduct“-ის სახელწოდებით, თქვენ უკვე გეცოდინებათ, თუ რა შესაძლებლობებია თქვენთვის ხელმისაწვდომი მოცემული QR კოდის სკანირებისას. ამისათვის თქვენ მხოლოდ ფოტოგადამღები სმარტფონი (ან პლანშეტი) და ინტერნეტთან კავშირი დაგჭირდებათ, ასევე QR კოდის ამომცნობი ნებისმიერი უფასო პროგრამა.

გისურვებთ რაც შეიძლება მეტი წარმატებული და მართლაც საჭირო შესყიდვას, ჩვენ კი მოხარულები ვიქნებით, თუკი ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ ამაში.

TrustThisProduct®:
საკონტაქტო ინფორმაცია:
PVCode LLC
600022,რუსეთი,ქ. ვლადიმირი,სტავროვსკაიას 8
ტელეფონი: +7 915 764 62 74 (English-speaking)
ელექტრონული მისამართი: contact@pvcode.com